კაპელო: “ ხვიჩა მომდევნო სეზონში უფრო მოუმატებს” » სპორტის ხაზი

კაპელო: “ ხვიჩა მომდევნო სეზონში უფრო მოუმატებს”

კაპელო: “ ხვიჩა მომდევნო სეზონში უფრო მოუმატებს”
5-05-2023, 13:06
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” ოფიციალურად გაჩემპიონების შემდეგ ფაბიო კაპელომ Sportexpress-თან ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

“ხვიჩა ძალიან მომწონს. ჩემმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და უდიდესი პოტენციალი აქვსო, უნდა ვაღიარო, ჩემი მეგობარი მართალი იყო. აპლოდისმენტი ნაპოლის წარმომადგენლებს, მათ ხვიჩა დაინახეს და ადრეულ ეტაპზე დაიმატეს. ხვიჩა ნამდვილად ძალიან ძლიერი მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში უფრო მოუმატებს.”

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი