დი კანიო: “ხვიჩას ამ ორ ფეხბურთელს შევადარებდი” » სპორტის ხაზი

დი კანიო: “ხვიჩას ამ ორ ფეხბურთელს შევადარებდი”

დი კანიო: “ხვიჩას ამ ორ ფეხბურთელს შევადარებდი”
5-05-2023, 12:38
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონობა ოფიციალურად გუშინ, სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაიფორმა. “პარტენოპეის” ჩემპიონობა უამრავმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის პაოლო დი კანიომ. მან საქებარი სიტყვები ხვიჩა კვარაცხელიასადმი არ დაიშურა:

“ პირადად ჩემთვის კვარაცხელია ორი ექსტრაორდინალური ფეხბურთელის კომბინაციაა. მას ჯოჯ ბესტის მსგავსი დრიბლინგის ხელოვნება აქვს თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებით. კვარა დაუნდობელია და ფიზიკური მომზადების კუთხით ბესტზე ძლიერია.

მეორე მოთამაშე კი კრიშტიანუ რონალდუა, ხვიჩას მასაც შევადარებდი. კვარაცხელია მხოლოდ დრიბლინგით არ კმაყოფილდება, მას აქვს იმის ძალა, რომ შეტევა დაასრულოს და გოლი გაიტანოს.”

ხვიჩას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი