გუშინ იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში “ნაპოლი” “უდინეზეს” ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა, თუმცა სტუმართათვის ქულაც საკმარისი იყო ჩემპიონობის გასაფორმებლად.
ბუნებრივია, ამდენი ხნის შემდეგ ლიდერის როლში ყოფნა ყველასათვის ამაღელვებელი გამოდგა. ხვიჩა კვარაცხელიამ გასახდელში ცრემლები ვერ შეიკავა, თუმცა გუნდის საზეიმო ვახშამზე დიდი მხიარულება მოეწყო. ვიდეო კვარამ ინსტაგრამის სთორებზე გამოაქვეყნა.
იხილეთ ვიდეო: