"ფულის დახარჯვა მოგვიწევს, ისე არაფერი გამოგვივა" - ტენ ჰაგი მანჩესტერის ხელმძღვანელობაზე » სპორტის ხაზი

"ფულის დახარჯვა მოგვიწევს, ისე არაფერი გამოგვივა" - ტენ ჰაგი მანჩესტერის ხელმძღვანელობაზე

"ფულის დახარჯვა მოგვიწევს, ისე არაფერი გამოგვივა" - ტენ ჰაგი მანჩესტერის ხელმძღვანელობაზე
4-05-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის 28-ე ტურის შეხვედრას (გამოტოვებული) ბრაიტონის წინააღმდეგ გასვლაზე დღეს, 23:00 საათზე გამართავს და შეეცდება, რომ 3 ქულის მოპოვებით ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი კიდევ უფრო გაიმყაროს.

აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკების" ნიდერლანდელმა დამრიგებელმა, ერიკ ტენ ჰაგმა პრესკონფერენციაზე ყურადღება ფულის ხარჯვის მნიშვნელობასა და კლუბის ხელმძღვანელობაზე გაამახვილა:

"როგორია კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტი? - სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი საქმე არაა და მასზე საუბარი არ მსურს. ამ კითხვაზე მხოლოდ იმას გიპასუხებთ, რომ მანჩესტერი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელსაც საოცარი გულშემატკივარი ჰყავს. უბრალოდ, იმასაც გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენი მიზანი კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნაა, რომელიც მრავალ ფრონტზე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. სწორედ ამისთვისაა ფულის დახარჯვა საჭირო, მაღალკვალიფიციურ მოთამაშეებს სხვანაირად ვერ მიიღებ."

"ახლა ყველაფერი ხელმძღვანელობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჩვენივე სანუკვარი მიზნის მიღწევას საერთო ძალისხმევით მოვახერხებთ, ანუ შევქმნით ისეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომლის შესაფერისიც მხოლოდ ჩემპიონობა იქნება."
- ერიკ ტენ ჰაგი

ცნობისთვის, მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის ჩემპიონატის მეოთხე პოზიციას 63 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი