"ზურიკო დავითაშვილს მარჯვენა ფლანგზე ამ მიზეზით ვათამაშებ" - ბორდოს მთავარი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ზურიკო დავითაშვილს მარჯვენა ფლანგზე ამ მიზეზით ვათამაშებ" - ბორდოს მთავარი მწვრთნელი

"ზურიკო დავითაშვილს მარჯვენა ფლანგზე ამ მიზეზით ვათამაშებ" - ბორდოს მთავარი მწვრთნელი
4-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორე ტურია ხვდება. ცხადია, მისი პროგრესის შესახებ ბორდოს მთავარ მწვრთნელს, დავიდ გიონსაც ჰკითხეს, რომელმაც კაენთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი რამ თქვა:

"ზურიკოსთვის გუნდთან სწრაფი ადაპტაცია იოლი არ ყოფილა, რადგან აგვისტოს ბოლოსკენ შემოგვიერთდა და დრო უნდა დასჭირვებოდა, თუმცა აქაურობას ალღო მალევე აუღო და დიჟონთან გადამწყვეტი გოლიც კი გაიტანა. ჩვენ მისი თამაშის სტილი მოგვწონს, რადგან მასში აგრესია და ინტერესი იგრძნობა."

"ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ მისი მარცხენა ფლანგზე დაყენება უკეთესი ვარიანტი იქნება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დავითაშვილისთვის მარჯვენა ფლანგის ჩაბარება მეტად პროდუქტიული გადაწყვეტილებაა, რაც უკანასკნელ თამაშებშიც გამოჩნდა. ჩემი აზრით, მას სწორედ ამ პოზიციიდან შეუძლია საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენა."
- თქვა ბორდოს დამრიგებელმა

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ამ დრომდე ბორდოს მაისურით 27 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც მან 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება თავად ბორდოს, ის ლიგა 2-ის მეორე პოზიციას 63 ქულით იკავებს და გიორგი მიქაუტაძის მეცს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

ცნობისთვის, სეზონის ბოლოს მეორე დივიზიონიდან ლიგა 1-ში მხოლოდ ორი გუნდი კვალიფიცირდება. ამდენად, ბორდოსა და მეცს საქმის გარკვევა ერთმანეთში მოუწვეთ, რადგან პირველადგილოსანი ლე ავრი ბორდოს 6 ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს, სეზონის ბოლომდე კი ლიგაში 5 მატჩია დარჩენილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.