ქართველთა დაპირისპირებაში გამარჯვებული “მურსია” დარჩა » სპორტის ხაზი

ქართველთა დაპირისპირებაში გამარჯვებული “მურსია” დარჩა

ქართველთა დაპირისპირებაში გამარჯვებული “მურსია” დარჩა
4-05-2023, 12:28
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ლიგა ენდესას შეხვედრაში ქართველების დერბი შედგა. რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის “მურსია” გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფეს” ესტუმრა. შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს. სტუმრებმა ოვერტაიმში ანგარიშით 111-109 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა 31:20 წუთის მანძილზე ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება თად მაკფადენს, 31:46 წუთის განმავლობაში იყო თამაშში და 21 ქულა ჩააგდო, აგრეთვე ერთ-ერთი ჩაჭრა, შედეგიანი გადაცემა და დაფარებაც მიითვალა. რატი ანდრონიკაშვილს თამაშში ჩართვის შესაძლებლობა არ ჰქონია.

“ტენერიფემ” ამ მარცხის შედეგად მეოთხე ადგილი დაკარგა და ერთით ქვედა საფეხურზეა, “მურსია” კი მეცხრეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი