“ამ მაისურისთვის ბოლომდე დავიხარჯები” - ლუკა ლოჩოშვილი » სპორტის ხაზი

“ამ მაისურისთვის ბოლომდე დავიხარჯები” - ლუკა ლოჩოშვილი

“ამ მაისურისთვის ბოლომდე დავიხარჯები” - ლუკა ლოჩოშვილი
4-05-2023, 11:29
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში “მილანმა” შინ “კრემონეზე” მიიღო. “როსონერი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლისათვის იბრძვის, კრემონული კლუბი კი ცდილობს, რომ იტალიის უმაღლეს ლიგაში დარჩეს.

მატჩში ანგარიში სტუმარმა გუნდმა, კერძოდ, დავიდ ოკერეკემ 77-ე წუთზე გახსნა. დავიდე ბალარდინის შეგირდები სამი ქულის მოპოვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 90 + 3 წუთზე მესიასმა “მილანი” წაგებას გადაარჩინა და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

“შავ-წითელთა” წინააღმდეგ საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი. მას ბოლო პერიოდია თამაშის ხარისხი გაუმჯობესებული აქვს. ამას “კრემონეზეს” მთავარი მწვრთნელიცა და იტალიური მედიაც ამჩნევს.

“მილანთან” შეხვედრის შემდგომ ლუკა ჟურნალისტებს ესაუბრა. გთავაზობთ მცველის კომენტარს:

“რთული მატჩი იყო, სამ ქულასთან ახლოს ვიყავით. ბოლო წუთებზე გოლის გაშვება სამწუხაროა, თუმცა მაინც კარგია, რომ სან-სიროდან ერთი ქულა მოგვაქვს.

ვთვლი, რომ ბოლო რამდენიმე ტურია მოვუმატეთ. ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ და ვეცდებით ქულათა მოპოვებას.

სპეციასთან მატჩი მნიშვნელოვანი იქნება. სახლში ვთამაშობთ და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, როგორც ყოველთვის. ამ მაისურისთვის, ქომაგებისთვისა და საკუთარი თავისთვის ბოლომდე დავიხარჯებით.”

“კრემონეზესა” და “სპეციას” დაპირისპირება 6 მაისს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი