ჩაბი ალონსო რეალში მწვრთნელის რანგში ბრუნდება? | დეტალები » სპორტის ხაზი

ჩაბი ალონსო რეალში მწვრთნელის რანგში ბრუნდება? | დეტალები

ჩაბი ალონსო რეალში მწვრთნელის რანგში ბრუნდება? | დეტალები
3-05-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

გერმანული Sport Bild-ის ინფორმაციით, თუ კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალს სეზონის ბოლოს დატოვებს, მის ადგილს ბაიერ ლევერკუზენის ამჟამინდელი მწვრთნელი და რეალის ყოფილი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო დაიკავებს.

ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ მადრიდული გრანდის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს არჩევანის გაკეთება რაულ გონსალესსა და ჩაბი ალონსოს შორის მოუწევს, თუმცა მას გადაწყვეტილება ამ ორ კანდიდატს შორის უკვე მიღებული აქვს, - ფლორენტინოს გერმანელის ვარიანტი მოსწონს!

აღსანიშნავია, რომ ჩაბი ალონსომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ნაბიჯები სწორედ რეალში გადადგა, შემდეგ კი სამუშაოდ გერმანიაში წავიდა, სადაც შესანიშნავად ირჯება. მაგალითისთვის, მისი ლევერკუზენი ბუნდესლიგის მე-6 პოზიციას 48 ქულით იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა შეუძლია. გარდა ამისა, გერმანული კლუბი ევროპა ლიგის 1/2 ფინალშიც იმყოფება, სადაც მისი მეტოქე ჟოზე მოურინიოს რომა იქნება.

რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, მას თვით ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ეპატიჟება. ამდენად, შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში კარლო სელესაოს მწვრთნელად, ხოლო ჩაბი ალონსო რეალის დამრიგებლად ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი