"საქართველოში ნაპოლის მიმართ ძალიან თბილები არიან" - იტალიელი ჟურნალისტი ქართველებს აღწერს » სპორტის ხაზი

"საქართველოში ნაპოლის მიმართ ძალიან თბილები არიან" - იტალიელი ჟურნალისტი ქართველებს აღწერს

"საქართველოში ნაპოლის მიმართ ძალიან თბილები არიან" - იტალიელი ჟურნალისტი ქართველებს აღწერს
3-05-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

ნეაპოლი და საქართველო გაერთიანდა, ერთიც და მეორეც ნაპოლის ჩემპიონობას მოუთმენლად ელის, რაც არის შანსი, რომ 4 მაისს ვიხილოთ. იტალიელები ამისთვის 33 წელი იცდიდნენ, ჩვენ კი ჩვენივე კერპის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოველ წარმატებას გაფაციცებით ვუცდით.

სხვათაშორის, ნეაპოლისა და საქართველოს დამეგობრებაზე წერს იტალიური Il Mattino-ს ჟურნალისტი, კერძოდ ალბერტო მირალია, რომელიც ამ დღეებში საქართველოში იმყოფებოდა და თავისი თვალით დანახული ქართველები წარმოგვიჩინა:

"ქართველები ნაპოლის მიმართ ძალიან მოსიყვარულეები და თბილები არიან, მიზეზი კი ხვიჩა კვარაცხელიაა. ზოგადად, საქართველოში სპორტი ძალიან უყვართ, განსაკუთრებით ფეხბურთი, რასთანაც მათ დიდი ვნება აკავშირებთ. საფეხბურთო ბარები ყოველთვის სავსეა, როდესაც დიდ ეკრანზე ფეხბურთს აჩვენებენ. 30 აპრილის შეხვედრა, რომელშიც ნაპოლი სალერნიტანას დაუპირისპირდა, საქართველოში სრულებით უფასოდ გააშუქეს."

"სიმართლე გითხრათ, აქ ბევრი იტალიელი არ არის, თუმცა საკმარისია თქვა შენი ნეაპოლიტანელობის შესახებ და ქართველი ახალგაზრდები მაშინვე ხვიჩა კვარაცხელიას გიხსენებენ, ისინი ნაპოლიზე უბრალოდ გიჟდებიან."

"30 აპრილს ბარებში ქართველები ნაპოლის ქულების დაკარგვით ძალიან იმედგაცრუებულები დარჩნენ, ჩემზე მეტადაც კი. იოლად შეიმჩნევა ისიც, რომ ქართველები კვარას მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან და მის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. მახსოვს, ერთ მატჩში ხვიჩა მეორე ტაიმში შეცვალეს, ქართველებმა კი საყურებელი ბარები დატოვეს."

"ერთხელ მათ სპორტულ მაღაზიაში შესვლა და ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნული ნაკრების მაისურის შეძენა მინდოდა, თუმცა ყველა გაყიდული დამხვდა. მე მხოლოდ ნაპოლის მაისურის შეძენა მოვახერხე, საქართველოს ნაკრების მაისური კი აღარსად იყო. მათ კვარაცხელია და შესაბამისად, ნეაპოლიც ძალიან უყვართ, ქუჩაში გაჩერებენ და გეუბნებიან, - ფორცა ნაპოლი! ისინი ფეხბურთით ცხოვრობენ და ხვიჩა კვარაცხელიას მთელი გულით გულშემატკივრობენ."
- წერს ნეაპოლელი ჟურნალისტი საქართველოსა და ქართველებზე

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 4 მაისს გამართავს, მეტოქე კი უდინეზე იქნება.







კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი