"დე ლაურენტისმა ხვიჩასთან მიმართებით ყველაფერი დაგეგმა" - ფრანგული პრესა » სპორტის ხაზი

"დე ლაურენტისმა ხვიჩასთან მიმართებით ყველაფერი დაგეგმა" - ფრანგული პრესა

"დე ლაურენტისმა ხვიჩასთან მიმართებით ყველაფერი დაგეგმა" - ფრანგული პრესა
3-05-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო სიახლეებთან დაკავშირებით მეორე ტალღა გააქტიურდა, რომლის მიხედვითაც ქართველის გადაბირებით მსოფლიოს არაერთი გრანდია დაინტერესებული, მათ შორის ჩელსი, პსჟ, ბაიერნი, რეალი და სხვები.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია ფრანგულმა მედიამ, კერძოდ Lequotidiendusport-მა, რომელმაც ყურადღება ერთმნიშვნელოვნად აურელიო დე ლაურენტისის ფაქტორზე და მის გადაწყვეტილებაზე გაამახვილა:

"ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში თითქმის უცნობი ქართული კლუბიდან, დინამო ბათუმიდან გადავიდა და ევროპული ფეხბურთის შთაგონების წყაროდ მალევე გადაიქცა. მან სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა, დამატებით შექმნა საოცარი დუეტი ვიქტორ ოსიმენთან, ამ ფეხბურთელთა წყვილმა კი ელიტა სრულებით ააფეთქა. ეს არის 22 წლის ბიჭი, რომელსაც მინდორზე ყველაფრის კეთება შეუძლია და მისით არაერთი საფეხბურთო გრანდი ინტერესდება. მიუხედავად ამისა, ნაპოლის პრეზიდენტს ქართველთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვს."

"მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, მისი წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო გახდა. ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს იმედი აქვს, რომ ქართველის კლუბში კიდევ ერთი წლით დატოვება მის სატრანსფერო ღირებულებას მორიგ ერთხელ გაზრდის და 100 მილიონ ევრომდე აიყვანს. აი, სწორედ ეს ჩანაფიქრი აქვს დე ლაურენტისს, მას სურს, რომ კვარაცხელია 2024 წელს შესაძლო ფასებიდან ყველაზე ძვირად გაასხვისოს."
- წერს ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 37 მატჩი გამართა, 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება მის ამჟამინდელ სატრანსფერო ფასს, ის 85 მილიონი ევრო გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი