“მალე ამ მებრძოლს დავუპირისპირდები” - ჭიკაძემ მეტოქე დაასახელა » სპორტის ხაზი

“მალე ამ მებრძოლს დავუპირისპირდები” - ჭიკაძემ მეტოქე დაასახელა

“მალე ამ  მებრძოლს დავუპირისპირდები” - ჭიკაძემ მეტოქე დაასახელა
3-05-2023, 13:56
Aa Aa
გაზიარება:

MMA Underground-თან საუბრისას, ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით მისი მომავალი მეტოქე ბრაიან ორტეგა იქნება. UFC-ის მებრძოლის დაბრუნება 2023 წლის ივლისის ან აგვისტოსთვისაა მოსალოდნელი.

34 წლის სპორტსმენმა განაცხადა, რომ იგი დუდ პროექტზე მუშაობს:

“ორტეგასთან ბრძოლის ჩატარების იდეას ჩემი წარმომადგენლები ემხრობიან. როგორც გავიგე, ჩხუბი თავაე ბრაიანსაც სურს. ასე რომ, თუკი შეთანხმება შედგება, მშვენიერი შესაძლებლობა იქნება.

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ დიდ პროექტზე ვმუშაობ, რომლის გამართვაც საქართველოში მსურს. ამ დროისთვის ყველაფერი კარგად მიდის და ვნახოთ, როგორ წავა მოვლენები.”

გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა წელიწადზე დიდი ხნის უკან ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი