“მგონია, რომ კვარა და ოსიმენი წავლენ” - რას ამბობს იტალიელი აგენტი » სპორტის ხაზი

“მგონია, რომ კვარა და ოსიმენი წავლენ” - რას ამბობს იტალიელი აგენტი

“მგონია, რომ კვარა და ოსიმენი წავლენ” - რას ამბობს იტალიელი აგენტი
3-05-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა და წარსულში ფეხბურთელმა, ჯუზეპე აკარდიმ განაცხადა “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დატოვებენ. Tuttomercatoweb-თან საუბრისას მან განაცხადა, “პარტენოპეის” ჩემპიონობაში ყველაზე დიდი როლი სწორედ ზემოთხსენებულმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ბეპეს აზრით, ისინი კლუბს დატოვებენ.

"ნაპოლიმ სკუდეტო დაიმსახურა. თავიდან არავის სჯეროდა, რომ მათ ამ ტიტულის მოგება შეეძლოთ, მაგრამ მერე ყველა მიხვდა, რომ ეს რეალური იყო. ჩემპიონობის მთავარი გმირები ოსიმენი და კვარაცხელია არიან, თუმცა მგონია, რომ ზაფხულში გუნდიდან ორივე წავა. მიუხედავად ამისა, ნაპოლიმ აქამდეც აჩვენა ეკონომიკურ დონეზე სწორი მართვის უნარების მაგალითი და ვფიქრობ, ამ გზას გააგრძელებს" - განაცხადა იტალიელმა.

მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი