ანჩელოტი: "ბენზემა ახალგაზრდა აღარ არის, მალე ცენტრფორვარდი დაგვჭირდება" » სპორტის ხაზი

ანჩელოტი: "ბენზემა ახალგაზრდა აღარ არის, მალე ცენტრფორვარდი დაგვჭირდება"

ანჩელოტი: "ბენზემა ახალგაზრდა აღარ არის, მალე ცენტრფორვარდი დაგვჭირდება"
2-05-2023, 19:26
Aa Aa
გაზიარება:

რეალ მადრიდის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ კლუბი გამოკვეთილი ფორვარდის ძიებაშია.

"სამომავლოდ, კლუბის მიზანი ცენტრფორვარდის შეძენა იქნება, რადგან კარიმი ახალგაზრდა აღარ არის. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ბენზემა სრულ მზადყოფნაშია და ამაზე არ ვფიქრობთ.

გასულ წელს შეტევის ხაზმა ბრწყინვალედ იმუშავა და წელსაც იგივე მეორდება. ბენზემას კარიერაში კარგი და ცუდი პერიოდები ჰქონდა. თავის მხრივ, ვინისიუსი და როდრიგო პროგრესირებენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში რეალ მადრიდისთვის შეტევა მთავარი პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა
", - განაცხადა ანჩელოტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი