“კარიმი ახალგაზრდა აღარაა, ახალი თავდამსხმელი უნდა ვეძიოთ” - ანჩელოტი » სპორტის ხაზი

“კარიმი ახალგაზრდა აღარაა, ახალი თავდამსხმელი უნდა ვეძიოთ” - ანჩელოტი

“კარიმი ახალგაზრდა აღარაა, ახალი თავდამსხმელი უნდა ვეძიოთ” - ანჩელოტი
2-05-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანური კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას განაცხადა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გუნდის პრიორიტეტი ახალი შემტევის მოძიება უნდა იყოს, ამის მიზეზად კი იტალიელი სპეციალისტი ასახელებს იმ ფაქტს, რომ კარიმ ბენზემა უკვე ასაკშია.

“კლუბისთვის მთავარი მიზანი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავდამსხმელის შეძენა იქნება, რადგან კარიმი ახალგაზრდა აღარ არის, მაგრამ იქამდე სანამ ის კარგად იქნება, შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება. ბუნებრივია, მის შეცვლაზე არ ვიფიქრებ.

გასულ სეზონში შემტევი ხაზი ძალიან კარგად მუშაობდა, ეს კი ამ სეზონშიც გრძელდება. წელს ბენზემას როგორც აღმავლობა, ისე ვარდნაც ჰქონდა, თუმცა ვინისიუსი და როდრიგო პროგრესირებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ საოცარი სამუშაო გასწიეს. ვფიქრობ, რეალისთვის შეტევითი ხაზის პრობლემა არასდროს ყოფილა” - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ანჩელოტის შეგირდები ესპანეთის ჩემპიონატში ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალურ ეტაპზე არიან, სადაც “მანჩესტერ სიტის” შეხვდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი