“ფროსინონე” სერია A-ს უბრუნდება » სპორტის ხაზი

“ფროსინონე” სერია A-ს უბრუნდება

“ფროსინონე” სერია A-ს უბრუნდება
2-05-2023, 12:31
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია B-ს 35-ე ტურში "ფროზინონემ" "რეჯინას” ანგარიშით 3:1 სძლია და ელიტურ დივიზიონს, სერია A-ს დაუბრუნდა.

გუნდი უმაღლეს დივიზიონში მესამედ იასპარეზებს. აქამდე მათ სერია A-ში 2015/16 და 2018/19 წლების სეზონში ითამაშეს. უნდა ვახსენოთ ის ფაქტიც, რომ “ფროსინონეს” მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფაბიო გროსოა, რომლისთვისაც ზემოთნახსენები მოვლენა სამწვრთნელო კარიერაში პირველი წარმატებაა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ფაქტიც, რომ
"ფროსინონე" ბათუმის "დინამოს" 20 წლის შემტევით, გიორგი კვერნაძის შეძენითაა დაინტერესებული. ადგილობრივი გამოცემების თქმით, თუ გუნდი უმაღლეს ლიგაში დაწინაურდებოდა, საქართველოს 21 წლამდელთა მოთამაშის შეძენა უფრო რეალური იქნებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი