"არჩევანს ასეთ გუნდზე გავაკეთებ" - გიორგი წიტაიშვილი კარიერული მომავლის შესახებ » სპორტის ხაზი

"არჩევანს ასეთ გუნდზე გავაკეთებ" - გიორგი წიტაიშვილი კარიერული მომავლის შესახებ

"არჩევანს ასეთ გუნდზე გავაკეთებ" - გიორგი წიტაიშვილი კარიერული მომავლის შესახებ
3-05-2023, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი წიტაიშვილს ლეხის შემადგენლობაში სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, რის გამოც ქართველ ფეხბურთელს პოლონეთის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

ამის შესახებ წიტაიშვილთან ინტერვიუ Ukrainian Football-მა ჩაწერა, საიდანაც ვიგებთ თუ როგორი ტიპის გუნდზე გააკეთებს გიორგი არჩევანს სამომავლოდ:

"მართალია, ლეხის დატოვება მსურს, მაგრამ ამის შესახებ ხელმძღვანელობასთან ჯერ არ მისაუბრია. სიმართლე გითხრათ, ჯერ ამას აზრიც არ აქვს, რადგან როგორც უკრაინის (გიორგი დინამო კიევს ეკუთვნის), ისე პოლონეთის ლიგები აქტიურად მიმდინარეობს და არაფერი შეიცვლებოდა."

"ჩემი მთავარი პრიორიტეტი სათამაშო დროის საკმარისად მიღებაა, რაც ლეხში არ გამაჩნია. მესმის, რომ 100%-იან გარანტიას ვერცერთი მწვრთნლი მომცემს, თუმცა მინდა, რომ მათგან სულ მცირე ნდობა მაინც დავინახო."
- თქვა ქართველმა ფეხბურთელმა

ცნობისთვის, გიორგი წიტაიშვილს ლეხთან დადებული კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი