"ხელები შორს კვარაცხელიასგან" | Spazionapoli ქართველს კრიტიკოსებისგან იცავს » სპორტის ხაზი

"ხელები შორს კვარაცხელიასგან" | Spazionapoli ქართველს კრიტიკოსებისგან იცავს

"ხელები შორს კვარაცხელიასგან" | Spazionapoli ქართველს კრიტიკოსებისგან იცავს
1-05-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

უკვე 7 თამაში გავიდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, რის გამოც ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებისგან კრიტიკა მიიღო.

ამ ფაქტს ეხმაურება იტალიური ვებგვერდი, კერძოდ Spazionapoli, რომელიც კვარაზე სტატიას შემდეგი სათაურით აქვეყნებს, - "ხელები შორს კვარაცხელიასგან":

"ყველა ვხედავთ, რომ კვარა ისეთივე ბრწყინვალე და კაშკაშა აღარ არის, როგორიც ის სეზონის დასაწყისში იყო. ცხადია, ის შეიცვალა და მისმა სტატისტიკურმა მონაცემებმაც რეგრესი განიცადა, თუმცა ეს სულაც არაა იმის პირობა, რომ კვარაცხელია უნდა გავაკრიტიკოთ."

"ხვიჩა კვლავ ის ფეხბურთელია, რომელმაც მთელი ატალანტა მარტომ მოატყუა და მათ კარში ულამაზესი გოლი გაიტანა. აშკარაა, რომ მისი ეს გოლი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გვემახსოვრება."

"ხვიჩა ისევ ის ფეხბურთელია, რომელიც მონცასთან მარადონაზე მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჯოვანი დი ლორენცოს საოცნებო პასი ქუსლით გაუკეთა."

"2022/2023 წლების დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ კვარაცხელიას სერია A-ზე ამხელა გავლენა ექნებოდა, თუმცა მისი სტატისტიკური მონაცემები გვეუბნება, რომ ის უბრალოდ ჩემპიონია. ეს ბიჭი საქართველოს ლიგიდან ელიტაში გადმოვიდა და არავინ შეიმჩნია, სეზონის ბოლოსკენ კი თუ გადაიღალა და ფიზიკურად გამოიფიტა, ამის გამო კრიტიკას სულაც არ იმსახურებს."
- წერს ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ამ დრომდე ნაპოლის მაისურით 37 მატჩი გამართა, რა დროშიც 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი