“სპალეტიმ სალერნიტანასთან ეს შეცდომა დაუშვა” - დანიელე ადანი » სპორტის ხაზი

“სპალეტიმ სალერნიტანასთან ეს შეცდომა დაუშვა” - დანიელე ადანი

“სპალეტიმ სალერნიტანასთან ეს შეცდომა დაუშვა” - დანიელე ადანი
1-05-2023, 16:20
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ იტალიისსერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლი" "სალერნიტანას" დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე დაუხვდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და ნეაპოლელთა საჩემპიონო ზეიმი გადაიდო. იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, დანიელე ადანიმ აღნიშნული მატჩის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა:

"ნაპოლიმ კარგად ითამაშა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ. სპალეტიმ ტაქტიკურად მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, რაც პარტენოპეისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ნეაპოლელებმა მატჩის ბოლოს არაერთი მომენტი შექმნეს და ბევრი იბრძოლეს.”

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატს 79 ქულით ლიდერობს და ოფიციალურად გაჩემპიონობას ერთი ნაბიჯი აშორებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი