წიტაიშვილი: “ლეხში დარჩენას არ ვაპირებ” » სპორტის ხაზი

წიტაიშვილი: “ლეხში დარჩენას არ ვაპირებ”

წიტაიშვილი: “ლეხში დარჩენას არ ვაპირებ”
1-05-2023, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, გიორგი წიტაიშვილმა თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ პოზნანის “ლეხში” დარჩენას აღარ აპირებს:

“კიევია დინამოს წარმომადგენლებთან ჯერ არ მისაუბრია. ვფიქრობ, აზრი არ აქვს, რადგან პოლონეთის და უკრაინის ჩემპიონატიც ჯერ არ დასრულებულა. თუ დინამოს დავჭირდები, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ დამიკავშირდება

რაც შეეხება ლეხს, აქ დარჩენას არ ვაპირებ. კლუბს არ აქვს ჩემი გამოსყიდვის ან იჯარის გახანგრძლივების საშუალება. ვიცი, რომ ლეხის ხელმძღვანელობამ ჩემი გამოსყიდვის თხოვნით მიმართა დინამოს, მაგრამ მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

ჩემ მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი იჩენს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და დეტალები ზაფხულში გაირკვევა. მე მინდა ვითამაშო ფეხბურთი და ავირჩევ იმ ვარიანტს, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება ჩემს სურვილს. მესმის, რომ ვერც ერთი მთავარი მწვრთნელი ვერ მაძლევს თამაშის გარანტიას. უბრალოდ მინდა ვიცოდე, რომ ჩემი იმედი ექნებათ და ასეთ ვარიანტს მივმართავ.”

გიორგი მატჩების უმეტესობას სათადარიგოთა სკამზე იწყებს. მან მიმდინარე სეზონში “ლეხის” მაისურით 24 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი