ტოტენჰემი მწვრთნელის ძიებაშია - მთავარი კანდიდატი ვენსან კომპანია » სპორტის ხაზი

ტოტენჰემი მწვრთნელის ძიებაშია - მთავარი კანდიდატი ვენსან კომპანია

ტოტენჰემი მწვრთნელის ძიებაშია - მთავარი კანდიდატი ვენსან კომპანია
29-04-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ბარნლის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი ტოტენჰემს დაუკავშირეს, - დეზები ახალ სპეციალისტს ეძებენ.

ვენსან კომპანიმ ბარნლისთან ერთად საოცრად იმუშავა და გუნდი პრემიერ ლიგაში ისეთი სეზონიდან დააბრუნა, რომელშიც წარმატებას ცოტა თუ ელოდა, იქამდე კი მან.სიტის ყოფილი მცველი ანდერლეხტში 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ბელგიელი საფეხბურთო ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, კომპანის თაყვანისმცემლები ტოტენჰემშიც ჰყავს და მის გადაბირებას დეზების მესვეურები აქტიურად ცდილობენ:

"ვენსან კომპანის სტილი ტოტენჰემისას შეეფერება, სწორედ ამიტომ მოსწონთ ბელგიელი ასე ძალიან ლონდონურ კლუბში. სათქმელია ისიც, რომ კომპანი ჩელსის გეგმა B-ს ნაწილსაც შეადგენდა, თუმცა არისტოკრატები პოჩეტინოს დანიშვნასთან ახლოს არიან, კომპანი კი დიდი შანსია, რომ ტოტენჰემში დაინიშნოს." - წერს ჟურნალისტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.