"არა, გმადლობთ - აი, სწორედ ამას მოისმენს კვარაცხელიას ყიდვის ყველა მსურველი" | Tuttomercatoweb » სპორტის ხაზი

"არა, გმადლობთ - აი, სწორედ ამას მოისმენს კვარაცხელიას ყიდვის ყველა მსურველი" | Tuttomercatoweb

"არა, გმადლობთ - აი, სწორედ ამას მოისმენს კვარაცხელიას ყიდვის ყველა მსურველი" | Tuttomercatoweb
29-04-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ იტალიურმა Tuttomercatoweb-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა და იმ პასუხის შესახებ დაწერა, რომლითაც ნაპოლი ყველა ქართველის ყიდვის მსურველს შეამკობს:

"როგორც Il Mattino წერს, ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე შეთავაზებებს მოისმენს, თუმცა ყველა მათგანს ამ სიტყვებით გაისტუმრებს, - არა, გმადლობთ. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ადგილი და სივრცე გარანტირებული აქვს, ის სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი მთავარი გმირი და მონაწილე პირია."

"ქართველი ფეხბურთელის აგენტი აურელიო დე ლაურენტისს ეწვია და როგორც ჩანს, ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით ეჭვებიც კი არ არსებობს. ამდენად, კვარაცხელია ახალი ნაპოლის ახალი ლიდერი და მეთაური გახდება."
- წერს ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი ამჟამინდელი ფასი 85 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.