სპალეტის გუნდში რამდენი ფეხბურთელი მოესწრო ნაპოლის უკანასკნელ სკუდეტოს? - პასუხი გაგაოცებთ » სპორტის ხაზი

სპალეტის გუნდში რამდენი ფეხბურთელი მოესწრო ნაპოლის უკანასკნელ სკუდეტოს? - პასუხი გაგაოცებთ

სპალეტის გუნდში რამდენი ფეხბურთელი მოესწრო ნაპოლის უკანასკნელ სკუდეტოს? - პასუხი გაგაოცებთ
29-04-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

Corriere dello Sport-მა რამდენიმე საათის წინ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ თუ რამდენი მოთამაშე მოესწრო სპალეტის გუნდიდან ნაპოლის უკანასკნელ და რიგით მეორე სკუდეტოს 1990 წელს:

"სად იყვნენ ნაპოლის ამჟამინდელი ფეხბურთელები, როდესაც კლუბმა ისტორიაში ბოლო სკუდეტო მარადონასთან ერთად 1990 წელს მოიგო? - არსად. ისინი დაბადებულნიც კი არ ყოფილან. სეზონის დასაწყისში ნაპოლიში ერთადერთი ფეხბურთელი ირიცხებოდა, რომელიც ბოლო ტრიუმფს მოესწრო, ეს სალვატორე სირიგუა, რომელიც 36 წლისაა, თუმცა მისმა ფიორენტინაში გადაბარგებამ გუნდის საშუალო ასაკი კვლავ დაბლა დააგდო. ამჟამად, ნაპოლიში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები დემე, რუი და ჟესუსი არიან (ყველა 31 წლისაა) და ისინი სკუდეტოს მოგებიდან ერთი წლის შემდეგ დაიბადნენ."

"ბერეჟინსკი (30), პოლიტანო, რაჰმანი, დი ლორენცო (29), ჟიელინსკი, ლობოტკა, გოლონი (28), ლოსანო, ანგისა, სიმეონე (27), ყველა ამ ფეხბურთელისთვის მარადონა და მასთან ერთად მოგებული იტალიის ჩემპიონატი ისტორიაა. მიუხედავად ამისა, ისინი 1990 წლის შემდეგ მალევე დაიბადნენ, მაგრამ კვარაცხელია (22), ოსიმენი (24) და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეები უკანასკნელი ტრიუმფიდან სამყაროს რამდენიმე წლის შემდეგ მოევლინენ და ახალი ისტორიის წერა დაიწყეს."
- აქვეყნებს სტატიას იტალიური გამოცემა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სალერნიტანას წინააღმდეგ ხვალ გამართავს და თუ ლაციო ქულებს დაკარგავს და თავად სპალეტის ბიჭები მეტოქეს დაამარცხებენ, მაშინ ნაპოლი სერია A-ს გამარჯვებული რამდენიმე ტურით ადრე ავტომატურად გახდება!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.