ფოტო | "ოჰ, ჩემპიონობა, ის კვლავ არ ჩანს" - ნეაპოლელები ნედვედს, ანიელისა და იუვენტუსს დასცინიან » სპორტის ხაზი

ფოტო | "ოჰ, ჩემპიონობა, ის კვლავ არ ჩანს" - ნეაპოლელები ნედვედს, ანიელისა და იუვენტუსს დასცინიან

ფოტო | "ოჰ, ჩემპიონობა, ის კვლავ არ ჩანს" - ნეაპოლელები ნედვედს, ანიელისა და იუვენტუსს დასცინიან
29-04-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლის შანსი აქვს, რომ იტალიის ჩემპიონობა სერია A-ს მომდევნო ტურშივე სალერნიტანასთან გამარჯვებით გაინაღდოს. ამისთვის საჭირო იქნება, რომ პარალელურად მეორეადგილოსანმა ლაციომ ინტერთან ქულები დაკარგოს.

ცხადია, ამ ისტორიულ დღეებში ნეაპოლში დიდი ხმაურია და გულშემატკივრები ნანატრი ტიტულის მოგებას მოუთმენლად ელიან. მათი ქალაქის ქუჩებში ყველგან ნაპოლის ფეხბურთელების მუყაოს გამოსახულებები დგას, მანქანებს ლურჯად ღებავენ და როგორც აღმოჩნდა, ნეაპოლელები არც მეტოქე გუნდის გაქიკილებას ივიწყებენ.

Spazio Napoli-ს ინფორმაციის მიხედვით, ნაპოლის გულშემატკივრებმა ქალაქში ირონიული ბანერი გამოფინეს, რომლის გარშემოც ანდრეა ანიელი და პაველ ნედვედი არიან გამოსახულნი, - იხილეთ ფოტო

ფოტო | "ოჰ, ჩემპიონობა, ის კვლავ არ ჩანს" - ნეაპოლელები ნედვედს, ანიელისა და იუვენტუსს დასცინიან

"ოჰ, ჩემპიონობა, ის კვლავ არ ჩანს" - წერია ბანერზე


ცნობისთვის, ამ ბანერის გამოფენით ნეაპოლელები ირონიულად უყურებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იუვენტუსს სერია A-ში დაკლებული 15 ქულა უკანვე დაუბრუნდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი