“ყველაფერი კარგად მიდის” - ხავი მესის ტრანსფერზე ალაპარაკდა » სპორტის ხაზი

“ყველაფერი კარგად მიდის” - ხავი მესის ტრანსფერზე ალაპარაკდა

“ყველაფერი კარგად მიდის” - ხავი მესის ტრანსფერზე ალაპარაკდა
29-04-2023, 13:58
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლიონელ მესისა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. არგენტინელს კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უსრულდება, ურთიერთობის გახანგრძლივების პერსპექტივაზე კი საუბარი აღარ ისმის.

გავლენიანი წყაროები ლიონელის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ, ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ მესი ოჯახთან ერთად თავისი ყოფილი გუნდის ქალაქში ჩაფრინდა. კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ არგენტინელის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

"ბარსელონა შეხვდა ლა ლიგის უფროსობას, თუმცა არა მხოლოდ ლეოს შესაძლო ტრანსფერისთვის. ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაუმჯობესება გვსურს. ეს მატეო ალემანის საქმეა და ის ყველაფერს გვაცნობებს. თეორიულად, ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება. ამაზე ძალიან მალე ვისაუბრებთ. ახლა ეს მნიშვნელოვანი არ არის. ახლა კონცენტრირებულები ბეტისთან მატჩსა და ლა ლიგის მოგებაზე ვართ, რომელიც დიდ სტაბილურობას მოგვცემს. შესაძლო ტრანსფერებზე მომავალში ვისაუბრებთ” - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი