“სხვა გუნდში თამაში ვერ წარმომიდგენია” - მარკო როისი » სპორტის ხაზი

“სხვა გუნდში თამაში ვერ წარმომიდგენია” - მარკო როისი

“სხვა გუნდში თამაში ვერ წარმომიდგენია” - მარკო როისი
28-04-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

როცა ფეხბურთში ერთგულებაზე ვსაუბრობთ, მარკო როისი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ვიხსენებთ. გერმანელი დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას 2012-13 წლების სეზონიდან იცავს, მანამდე კლუბის ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. ნახევარმცველის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 263 მატჩში 114 გოლია.

33 წლის მოთამაშემ “ბორუსიასთან” შეთანხმება 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და ამასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა:

“ახლა მთელი გუნდი და გულშემატკივრები მხოლოდ ერთ რამეზე ვართ კონცენტრირებულნი - ბუნდესლიგის ჩემპიონები უნდა გავხდეთ. უდიდესი სურვილი მაქვს მაქსიმუმი გავაკეთო კლუბისთვის, სადაც ცხოვრების ნახევარზე მეტი გავატარე. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო სტადიონზე ითამაშო და გოლები მსოფლიოში საუკეთესო ფანებთან ერთად აღნიშნო. სწორედ ამიტომაც მიხარია, რომ კონტრაქტი ერთი წლით გავაგრძელე. არაერთხელ მითქვამს, რომ დორტმუნდის გარდა სხვა გუნდში თამაში ვერ წარმომიდგენია.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი