“კიდევ ერთი კვარა სერია A-ში?” - რას წერს Calciomercato მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

“კიდევ ერთი კვარა სერია A-ში?” - რას წერს Calciomercato მიქაუტაძეზე

“კიდევ ერთი კვარა სერია A-ში?” - რას წერს Calciomercato  მიქაუტაძეზე
28-04-2023, 12:43
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი სეზონის შესახებ უკვე ყველა საუბრობს. რამდენიმე დღის წინ “მეცის” ქართველ შემტევს სტატია Tuttosport-მა მიუძღვნა, ამჯერად ახალგაზრდა მოთამაშე Calciomercato-ს ყურადღების ქვეშ მოექცა.

ვნახოთ, რას წერს გავლენიანი გამოცემა:

“ქართულ ფეხბურთს აშკარად პროგრესი აქვს, მეტწილად ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, მაგრამ უნდა ვახსენოთ 2000 წელს დაბადებული შემტევი, რომელიც ახლა ლიგა 2-ში ასპარეზობს. მას უკვე 19 გოლი აქვს. გიორგისთან ერთად ლიგა 1-ში გადმოსასვლელად ზურიკო დავითაშვილი და ბორდო იბრძვიან. მისგან განსხვავებით გიორგი ლიონში დაიბადა, ბენზემასა და ლაკაზეტის მშობლიურ ქალაქში. მან თავისი შანსები გამოიყენა. სერენში 2 სეზონში 36 გოლი გაიტანა. წელს გიორგი აფეთქდა და უამრავი კლუბის ყურადღება მიიქცია. კიდევ ერთი კვარა სერია A-ში? რატომაც არა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი