მკაცრი ლუჩანო - რა უთხრა სპალეტიმ ფეხბურთელებს სალერნიტანასთან მატჩამდე? » სპორტის ხაზი

მკაცრი ლუჩანო - რა უთხრა სპალეტიმ ფეხბურთელებს სალერნიტანასთან მატჩამდე?

მკაცრი ლუჩანო - რა უთხრა სპალეტიმ ფეხბურთელებს სალერნიტანასთან მატჩამდე?
27-04-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრას სალერნიტანას წინააღმდეგ 29 აპრილს მარადონაზე გამართავს.

უკვე აღნიშვნაც აღარ სჭირდება იმ ფაქტს, რომ კლუბს სკუდეტო 99.9%-ით განაღდებული აქვს. მიუხედავად ამისა, ლუჩანო სპალეტიმ თავის ფეხბურთელებს დღევანდელ ვარჯიშზე კონცენტრაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდა:

"ნაპოლის დამრიგებელმა თავის ბიჭებს მკაცრად უთხრა, რომ სალერნიტანაზე ფოკუსირებულები დარჩნენ და ყურადღება არ გაფანტონ, რადგან მათთან შეხვედრა ფორმალური არავითარ შემთხვევაში არ იქნება." - წერს La Repubblica

შეგახსენებთ, რომ თუ ნაპოლი სალერნიტანას დაამარცხებს და ლაციო ინტერს ვერ მოუგებს, მაშინ ნეაპოლელები სერია A-ს გამარჯვებულები რამდენიმე ტურით ადრე ავტომატურად გახდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი