"ხვიჩამ თავისი წერილით იტალიელი კომიკოსი გაოგნებული დატოვა" - Calcionow კვარაცხელიას უცნობ ისტორიაზე » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ თავისი წერილით იტალიელი კომიკოსი გაოგნებული დატოვა" - Calcionow კვარაცხელიას უცნობ ისტორიაზე

"ხვიჩამ თავისი წერილით იტალიელი კომიკოსი გაოგნებული დატოვა" - Calcionow კვარაცხელიას უცნობ ისტორიაზე
28-04-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი იტალიური ვებგვერდი, კერძოდ Calcionow საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელთა მთავარი პერსონაჟები ხვიჩა კვარაცხელია და იტალიელი კომიკოსი, ფრანჩესკო პაოლანტონი არიან.

ამავე გვერდისგან ვიგებთ, რომ პაოლანტონი ნაპოლის დიდი გულშემატკივარია და საფეხბურთო გადაცემებში მონაწილეობას ძალიან ხშირად იღებს, რაც ქართველმა ფეხბურთელმა ყოველგვარი მითითებების გარეშე შეამჩნია და ფრანჩესკოს წერილი თავადვე გაუგზავნა:

"მოგესალმები ფრანჩესკო და მადლობა მხარდაჭერისთვის, წინ ნაპოლი", - წერია კვარას წერილში, რის შესახებაც Calcionow-მა დაწერა, რომ პაოლანტონი გაოგნებული დარჩა, ის საყვარელი გუნდის ლიდერისგან უშუალოდ წერილის მიღებას არ ელოდა და ამის გამო ძალიან გაბედნიერდა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს გამართავს, მეტოქე კი სალერნიტანა იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი