"ფიორენტინასთან მატჩში ეს ჩვენი სტიმული იქნება" - კრემონეზეს მწვრთნელი 1/2 ფინალის წინ » სპორტის ხაზი

"ფიორენტინასთან მატჩში ეს ჩვენი სტიმული იქნება" - კრემონეზეს მწვრთნელი 1/2 ფინალის წინ

"ფიორენტინასთან მატჩში ეს ჩვენი სტიმული იქნება" - კრემონეზეს მწვრთნელი 1/2 ფინალის წინ
27-04-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ინტერსა და იუვენტუსს შორის გამართულ შეხვედრაში კოპა იტალიის ერთი ფინალისტი გაირკვა, - ნერაძური ფინალში ითამაშებს.

სიმონე ინძაგის გუნდის მეტოქე დღეს, კრემონეზესა და ფიორენტინას შორის გაირკვევა, ეს შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება, იქამდე კი ლოჩოშვილის დამრიგებლის, დავიდე ბალარდინის პრესკონფერენციას გთავაზობთ:

"0:2-ის აღმოფხვრა? - ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდს უნდა შევხვდეთ, თანაც მათი გულშემატკივრების წინაშე. ეს მოცემულობა ჩვენთვის სტიმულის მომცემი იქნება და შევეცდებით, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ."

"მიუღებელი მარცხი უდინეზესთან ჩემპიონატში? - მათთან კარგი სატესტო მატჩი არ გვქონია. მას შემდეგ ჩვენ მეტად გავერთიანდით, მეტად გუნდურები ვიქეცით და ეს აღარ უნდა განმეორდეს. სათქმელია ისიც, რომ უდინეზე ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და რამდენიმე გოლი ისეთ გუნდებსაც გაუტანეს, როგორებიც მილანი და ინტერი არიან."

"უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ვერონასთან კვირას? - ცხადია, ფიორენტინასთან ერთად ამ თამაშზეც ვფიქრობთ. ჩვენ ვართ იმ მცირერიცხოვან გუნდებს შორის, რომლებიც თავიანთ შემადგენლობას მაქსიმალურად იყენებენ, რაც ძალიან გამოგვადგება. კრემონეზეს თამაშისას მოგებისთვის ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად იხარჯება, ისინი საუკეთესოს აკეთებენ."

"რას ნიშნავს ჩვენთვის ფლორენციაში 3:0-ის მოგება? - ჩვენ გვსურს, რომ ფიორენტინას წინააღმდეგ მეტად კომპაქტურები ვიყოთ. სწორედ ასე შევძლებთ თუნდაც 2:0-ის მოგებას და არა 3:0-ის. შევეცდებით, რომ სივრცეები მაქსიმალურად შევზღუდოთ და ფიორენტინას თავისი ფეხბურთი არ ვათამაშოთ. ჩვენი მიზანი ისაა, რომ დაცვაში და შეტევაში თანაბრად კარგად ვითამაშოთ, ამით კი ფინალში გასვლა დავიმსახუროთ."
- თქვა ბალარდინიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი