“ვუთხარი, რომ ვერ ვიტანდი” - დიბალა რონალდუზე საუბრობს » სპორტის ხაზი

“ვუთხარი, რომ ვერ ვიტანდი” - დიბალა რონალდუზე საუბრობს

“ვუთხარი, რომ ვერ ვიტანდი” - დიბალა რონალდუზე საუბრობს
28-04-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ამჟამად იტალიური “რომას” და წარსულში ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა, არგენტინელმა შემტევმა, პაულო დიბალამ კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

“რონალდუსთან ერთად სამი წლის მანძილზე. მასსა და მესის შორის დაპირისპირება არგენტინაში უფრო მეტად იგრძნობოდა და ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის მესისკენ ვიყავი.

ერთხელ, როცა თვითმფრინავით თამაშზე მივემგზავრებოდით, ის ჩემთან მოვიდა და ფეხბურთთან ერთად, სხვა საკითხებზეც მელაპარაკა. მე ვუთხარი, რომ ბავშვობაში მეზიზღებოდა, რაზეც ბევრი ვიცინეთ. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა” - განაცხადა “ბებერი ქალბატონის”ყოფილმა მოთამაშემ.

პაულო დიბალა და კრიშტიანუ რონალდუ “იუვეს” მაისურს ერთად 2018-2021 წლებში ატარებდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი