“ვხედავდი, რომ მზად იყო და ძირითადში ადგილი ვანდე” - “ბორდოს” მწვრთნელი » სპორტის ხაზი

“ვხედავდი, რომ მზად იყო და ძირითადში ადგილი ვანდე” - “ბორდოს” მწვრთნელი

“ვხედავდი, რომ მზად იყო და ძირითადში ადგილი ვანდე” - “ბორდოს” მწვრთნელი
26-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

”ბორდოს” მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გიონმა საფრანგეთის ლიგა 2-ს გასულ ტურში “გრენობლთან” მატჩის შემდეგ ისაუბრა და განმარტა, თუ რა მიზეზით ანდო ძირითად შემადგენლობაში ადგილი ზურიკო დავითაშვილს.

“მას სანაკრებო პაუზის შემდეგ მცირე ჩავარდნა ჰქონდა. აშკარად დაღლილობა შეეტყო და გარკვეული პაუზა სჭირდებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი მოგვარდა. ვხედავდი, რომ უკვე მზად იყო და ამიტომაც პირველივე წუთებიდან ვათამაშე. ის ნამდვილად შედის იმ ფეხბურთელთა ჯგუფში, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება. სეზონის ბოლოს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონკურენცია კი მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს.”

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა “გრენობლს” გაუტანა და უგოლო სერია დაასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი