ლანდუჩიმ სპალეტის ასე მიმართა - რატომ დასაჯეს ალეგრის ასისტენტი » სპორტის ხაზი

ლანდუჩიმ სპალეტის ასე მიმართა - რატომ დასაჯეს ალეგრის ასისტენტი

ლანდუჩიმ სპალეტის ასე მიმართა - რატომ დასაჯეს ალეგრის ასისტენტი
28-04-2023, 11:29
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს გასული ტურის შეხვედრას “იუვესა” და “ნაპოლის” შორის ინციდენტი მოყვა. მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მარკო ლანდუჩიმ, რომელიც მაქს ალეგრის ასისტენტი გახლავთ, ემოციები ვერ შეიკავა და მატჩის დასრულების შემდგომ ლუჩიანო სპალეტის შეურაცხყოფა მიაყენა, გასახდელისკენ მიმავალ გზაზე ასეთი სიტყვები უთხრა - “მელოტი განავალი ხარ.”

ბუნებრივია, ეს ყველაფერი მშვიდად არ დასრულდებოდა. ჩემპიონატის სპორტულმა სასამართლომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იმსჯელა და “ბიანკონერის” მწვრთნელის ასისტენტს შემდეგნაირი განაჩენი გამოუტანა - მარკო ლანდუჩის ექნება ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ( “ბოლონია” - “იუვენტუსი”), აგრეთვე იტალიელს 5000 ევროს გადახდაც მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი