"მასში რომ 100 მილიონი გადამეხადა, ძალიან გავბრაზდებოდი", - სნეიდერმა ფერნანდესი გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"მასში რომ 100 მილიონი გადამეხადა, ძალიან გავბრაზდებოდი", - სნეიდერმა ფერნანდესი გააკრიტიკა

"მასში რომ 100 მილიონი გადამეხადა, ძალიან გავბრაზდებოდი", - სნეიდერმა ფერნანდესი გააკრიტიკა
25-04-2023, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, ვესლი სნეიდერმა ლონდონის ჩელსის არგენტინელ ნახევარმცველზე, ენცო ფერნანდესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მასში გადახდილი 100 მილიონი ევრო არ ამართლებს.

"მე რომ ვიყო ადამიანი, რომელმაც მასში 100 მილიონი გადაიხადა, ძალიან გავბრაზდებოდი. არ ვფიქრობ, რომ ენცო გამორჩეული მოთამაშეა.

ბევრი ამბობს, რომ არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა და ყველა ფიქრობდა, რომ ჩელსიშიც ასე ითამაშებდა, მაგრამ ფაქტია, ეს ასე არ მოხდა
", - განაცხადა სნეიდერმა.

ცნობისთვის, 22 წლის შუახაზელმა ჩელსის მაისურით ჯამში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი