სიაში 4 მეკარეა - პოჩეტინო ჩელსიში გიორგი მამარდაშვილთან ერთად მიდის? » სპორტის ხაზი

სიაში 4 მეკარეა - პოჩეტინო ჩელსიში გიორგი მამარდაშვილთან ერთად მიდის?

სიაში 4 მეკარეა - პოჩეტინო ჩელსიში გიორგი მამარდაშვილთან ერთად მიდის?
25-04-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლონდონის ჩელსიში ფრენკ ლამპარდი სეზონის დასრულებამდე დროებით მწვრთნელად დაინიშნა, რომლის შემცვლელსაც ლონდონელთა ბოსები აქტიურად ეძებენ.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ჩელსის პრიორიტეტი და მთავარი კანდიდატი მაურუსიო პოჩეტინოა, რომელიც ამჟამად უმუშევარია და ჩელსის ვარიანტი თავად არგენტინელსაც ხიბლავს.

ჟურნალისტი ალექს კრუკი წერს, რომ პოჩეტინოს გუნდის გაძლიერება მეკარის პოზიციაზე სურს, რისთვისაც მას მხედველობაში 4 მეკარე ჰყავს, ესენი დავიდ რაია, ანდრე ონანა, გრეგორ კობელი და გიორგი მამარდაშვილი არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლონდონში უკვე იმყოფებოდა, რაც ნათლად ადასტურებს იმას, რომ მამარდას მიმართ ლონდონში ინტერესი რეალურად არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე ამ ეტაპზე Transfermarkt-ზე 25 მილიონადაა შეფასებული, ვალენსიასთან კონტრაქტი კი 2027 წლამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი