“დავითაშვილის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო” - “გრენობლის” მწვრთნელი უკმაყოფილოა » სპორტის ხაზი

“დავითაშვილის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო” - “გრენობლის” მწვრთნელი უკმაყოფილოა

“დავითაშვილის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო” - “გრენობლის” მწვრთნელი უკმაყოფილოა
25-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში “ბორდომ” საკუთარ მოედანზე “გრენობლი” მიიღო და ანგარიშით 3-0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა სამიდან ერთი ბურთი გაიტანა, თანაც ლამაზი კომბინაციით აიღო მეტოქის კარი.

შეხვედრის შემდგომ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენ ჰოინონმა განაცხადა, რომ დავითაშვილის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მოედანზე ორი ბურთი იყო:

“ბორდოს მეორე გოლი,რომელიც დავითაშვილმა გაიტანა, ხელახლა უნდა ვნახო, რადგან მგონია, რომ მისი ჩათვლა მთლად სამართლიანი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ჩემს მეკარეს პოზიციის დატოვება მოუწია, რათა მეორე ბურთი გადაეგდო და მსაჯმა ეს ვერ დაინახა. მიუხედავად ამისა, ბორდომ დამსახურებულად მოიგო და ვიცოდით, რომ ამ სტადიონზე რაიმე სახის დახმარების იმედი არ უნდა გვქონოდა.”

მატჩის მთავარმა მსაჯმა განაცხადა, რომ თუ მოედანზე მეორე ბურთიცაა, მაგრამ იგი ხელს არ უშლის მოვლენების განვითარებას, ეპიზოდის შეჩერება არაა აუცილებელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი