“მიქაუტაძე სერიული გოლეადორია” - Webgirondis » სპორტის ხაზი

“მიქაუტაძე სერიული გოლეადორია” - Webgirondis

“მიქაუტაძე სერიული გოლეადორია” - Webgirondis
24-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ფრანგულმა ვებ გამოცემამ, Webgirondis-მა საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილის ზედა ნაწილზე ისაუბრა და მიმოიხილა უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის შანსის მქონე გუნდებში არსებული სიტუაცია. გამოცენა “მეცსა” და გიორგი მიქაუტაძეზეც წერს.

“მეცმა სენტ ეტიენი დაამარცხა და ამით უახლოესი მდევარი ბორდო უფრო მწვავე წნეხში მოაქცია. ამ მომენტში თითოეული ქულა გადამწყვეტია.

მეცის რიგებში გიორგი მიქაუტაძე ირიცხება. მან 19-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, სერიული გოლეადორია. გოლის გასატანად ორი შანსი არ სჭირდება, ერთსაც იყენებს.

ბორდოს მიქაუტაძის მსგავსი შემტევი არ ჰყავს, მაგრამ მწვრთნელმა ახალგაზრდა და ვეტერან ფეხბურთელებს ერთად თამაშის შესაძლებლობა მისცა. ახლა დროა წინ წავიდეთ და ქულები მოვიპოვოთ” - ვკითხულობთ გამოცემის სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი