გიორგი შერმადინი კვლავ MVP გახდა » სპორტის ხაზი

გიორგი შერმადინი კვლავ MVP გახდა

გიორგი შერმადინი კვლავ MVP გახდა
24-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში “ლენოვო ტენერიფემ” შინ “ბრეოგანს” უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 85:67.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ცენტრის, გიორგი შერმადინის მონაგარს აღნიშნულ მატჩში - მან 23 წუთი დაჰყო მოედანზე, რა დროშიც 20 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა მიითვალა. აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით, ქართველი მოთამაშე მატჩის MVP გახდა. “ტენერიფე” 20 გამარჯვებით მეოთხე ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი