სპალეტი: “ნაადრევად ზეიმი არ მიყვარს” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ნაადრევად ზეიმი არ მიყვარს”

სპალეტი: “ნაადრევად ზეიმი არ მიყვარს”
24-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ნაპოლი” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და ბოლო წუთებზე ჯაკომო რასპადორის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა. “პარტენოპეი” ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

შეხვედრის შემდგომ ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ ზეიმის დრო არ არის.

“ქულები კიდევ უნდა მოვიპოვოთ. ნაადრევად ზეიმი არ მიყვარს. მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრები ჩვენ გვერდით იყვნენ. უარეს თამაშს ველოდი, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა ყველაფერს კარგად გაართვეს თავი. გამორიცხული იყო, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის ფაქტს არ ემოქმედა. როცა ასე იმარჯვებ, ბოლო წუთებზე, სიხარული კიდევ უფრო ძლიერია. ამ წარმატებაში წვლილი ყველას მიუძღვის და ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრწყინვალე გუნდის მწვრთნელი ვარ” - განაცხადა ლუჩიანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი