"ზოგჯერ ოჯახში საჭმელიც არ იყო" - ლაშა ბექაურმა ბავშვობის პერიოდი გაიხსენა » სპორტის ხაზი

"ზოგჯერ ოჯახში საჭმელიც არ იყო" - ლაშა ბექაურმა ბავშვობის პერიოდი გაიხსენა

"ზოგჯერ ოჯახში საჭმელიც არ იყო" - ლაშა ბექაურმა ბავშვობის პერიოდი გაიხსენა
23-04-2023, 14:55
Aa Aa
გაზიარება:

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, მძიმე ბავშვობის პერიოდი გაიხსენა.

"თავიდან ძიუდო საერთოდ არ მომწონდა, ბავშვებთან თამაში მირჩევნოდა. სკოლის პერიოდში ბავშვები რომ სათამაშოდ მიდიოდნენ, მე ძიუდოზე მივდიოდი.

სავარჯიშოდ ბავშვებს მარტო ერთი მიმართულებით, 13 კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევდა, ხან მანქანას გავყვებოდით. ძალიან რთული პერიოდი იყო. ზამთარში, თოვლში ძალიან ძნელი იყო. უკან რომ ვბრუნდებოდით, უკვე ღამე იყო და წარმოიდგინეთ 7-8 წლის ბავშვისთვის როგორი რთული იყო მარტო სიარული. სახლამდე დიდი გზის მარტო გავლა მიწევდა. ძალიან რთულად მახსოვს ეს პიროდი. სოფელში გაჭირვება იყო. ზოგჯერ ოჯახში საჭმელიც არ იყო. ბევრჯერ იყო ასეთი მომენტი.

სავარჯიშოდ პირობებს რაც შეეხება, დარბაზიც არ ერქვა, სკოლის ოთახი იყო გამოყოფილი, სადაც ვარჯიშობდით. ოთახში ტატამი ნახევარზე იყო დაგებული, ნახევარზე კი ხალიჩები იყო", – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი