“მომენტებს ინდივიდუალურად ქმნის” -beIN Sport-ი მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

“მომენტებს ინდივიდუალურად ქმნის” -beIN Sport-ი მიქაუტაძეზე

“მომენტებს ინდივიდუალურად ქმნის” -beIN Sport-ი მიქაუტაძეზე
23-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გუშინდელ მატჩში “სენტ ეტიენთან” დუბლი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია, 31 მატჩში 19 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს. ამ მაჩვენებლით იგი ბომბარდირთა დავაში პირველია.

ჟორჟის შესანიშნავ ასპარეზიბას beIN Sport-ი გამოეხმაურა. მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა, რობერტ მალმიმ, რომელიც თავის დროზე “ლანსისა” და “ტულუზას” ღირსებას იცავდა, ქართველ შემტევზე ისაუბრა:

“ვუყურებთ მიქაუტაძის თამაშს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მომენტების ინდივიდუალურად შექმნის უნარი გააჩნია. გიორგის მეტოქეთა ჩამოშორება და სივრცეების ათვისებაც კარგად გამოსდის, ასევე ზუსტი დარტყმები აქვს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი