რუნი: “მესი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ…” » სპორტის ხაზი

რუნი: “მესი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ…”

რუნი: “მესი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ…”
23-04-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ დღესდღეისობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდის აზრით, მესი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ ამ მომენტისთვის ჰალანდი გამორჩეულია.

“დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰალანდია. ლეო მესი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ ახლა ვერავინ თამაშობს ნორვეგიელზე უკეთ. მისი თამაშის ყურებისას სუნთქვა მეკვრება, მიუხედავად იმისა, რომ მეთვითონაც მომიხსნია რეკორდები მის პოზიციაზე თამაშისას.

ის საუკეთესოა იმ სტატისტიკის გამო, იმ თამაშის დონის გამო, მენტალიტეტის გამო. თუ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს, აუცილებლად ერლინგი უნდა იყოს, თუ ამ ფორმას შეინარჩუნებს” - განაცხადა “წითელი ეშმაკების” ყოფილმა შემტევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი