კაპელო: “იტალიურმა კლუბებმა გამაოცეს” » სპორტის ხაზი

კაპელო: “იტალიურმა კლუბებმა გამაოცეს”

კაპელო: “იტალიურმა კლუბებმა გამაოცეს”
23-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ უეფას ეგიდით გამართულ სამ ევროტურნირზე ნახევარფინალურ ეტაპზე ხუთმა იტალიურმა კლუბმა გააღწია. ჩემპიონთა ლიგაზე “მილანი” და “ინტერი,” ევროპის ლიგაზე “იუვენტუსი” და “რომა,” კონფერენს ლიგაზე კი “ფიორენტინა. ეს ბოლო დროინდელი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია იტალიური ფეხბურთისათვის. ამ ფაქტს ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო გამოეხმაურა:

“ნახევარფინალში ხუთი გუნდი იტალიიდან,ამ ყველაფერმა გამაოცა. ინტერმა და მილანმა დიდი საქმე გააკეთეს. საერთოდ არ მჯეროდა მილანის, თუნდაც ტოტენჰემის წინააღმდეგ. ინტერმა არა მხოლოდ ბენფიკა დაამარცხა, არამედ ბარსელონაც, რომელიც ჯგუფში ჩატოვა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი