მიქაუტაძე: “ქომაგთა ასეთი რეაქციები მესმის” » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე: “ქომაგთა ასეთი რეაქციები მესმის”

მიქაუტაძე: “ქომაგთა ასეთი რეაქციები მესმის”
23-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საფრანგეთის ლიგა 2-ის ეგიდით გამართულ მატჩში “მეცი” “სენტ ეტიენს” ესტუმრა და ანგარიშით 3-1 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა გაიმყარა. გოლის აღნიშვნის ეპიზოდში ჟორჟმა თითებით 69 აჩვენა. ამ ფაქტმა მასპინძელთა ქომაგები გააღიზიანა. გიორგი წარმოშობით ლიონიდანაა. “სენტ ეტიენსა” და “ლიონს” შორის კი კარგი ურთიერთობა არასდროს ყოფილა.

“ქომაგების რეაქცია მესმის. რადგან მე ლიონიდან ვარ, ისინი გაღიზიანდნენ. ამ ორ გუნდს შორის მუდამ დაპირისპირებაა.

სენტ ეტიენი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით და მიზანსაც მივაღწიეთ. მატჩს ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ, მინდოდა, რომ ისინი გამეხარებინა და ეს შევძელი” - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდგომ პრესასთან საუბრისას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი