“კვარამ თავი მომავლის ფენომენად წარმოაჩინა” - კალაბრია » სპორტის ხაზი

“კვარამ თავი მომავლის ფენომენად წარმოაჩინა” - კალაბრია

“კვარამ თავი მომავლის ფენომენად წარმოაჩინა” - კალაბრია
23-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, “მილანმა” “ნაპოლი” ჩემლიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა. “როსონერიმ” “პარტენოპეი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

“შავ-წითელთა” კაპიტანმა, დავიდე კალაბრიამ DAZN-თან ინტერვიუში აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო, მის ნიჭს ხაზი გაუსვა:

“ მე ვფიქრობ, რომ ჩემს კარიერაში ორი საუკეთესო მატჩი სწორედ ნაპოლითან იყო. ძალიან კარგად ვითამაშე და კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩემპიონთა ლიგასა და ჩემპიონატის მატჩებში შევძელით.

ცხადია, რომ კვარასთან დუელმა აღმაფრთოვანა, მომწონს ისეთი დონის მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში, როგორიც ისაა. საუბარია ბიჭზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოვიდა, მაგრამ თავი მომავლის ფენომენად წარმოაჩინა.

მე ჩემი გუნდით ამაყი ვარ. ნამდვილად არ არის იოლი, გაუმკლავდე მატჩის თითოეულ წამს, მაგრამ მაინც შევძელით ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ყველაფრის დაძლევა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი