“იუვეს” ჯუნტოლის გადაბირება სურს » სპორტის ხაზი

“იუვეს” ჯუნტოლის გადაბირება სურს

“იუვეს” ჯუნტოლის გადაბირება სურს
22-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორხ გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო შირა იტყობინება ტურინის “იუვენტუსის” მესვეურებს სურთ, რომ თავიანთ გუნდში “ნაპოლის” სპორტული დირექტორი, კრისტიან ჯუნტოლი გადმოიყვანონ და საქმეები მას ანდონ.

ჯუნტოლი “პარტენოპეიში” უკვე რვა წლის მანძილზეა მუშაობს. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღეს იტალიური კლუბის წევრია. როგორც ნიკოლო შირა ვარაუდობს, კრისტიანის ტურინში გადაბარგებას ხელი იმანაც შეიძლება შეუწყოს, რომ მას ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმება მხოლოდ 1 წელი დარჩა. “ბებერი ქალბატონი” ამ საქმეზე მუშაობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიწყებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი