"ხვიჩას შესაჩერებლად, საჭიროა ასე მოვიქცეთ", - დე შილიო ნაპოლისთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ხვიჩას შესაჩერებლად, საჭიროა ასე მოვიქცეთ", - დე შილიო ნაპოლისთან მატჩამდე

"ხვიჩას შესაჩერებლად, საჭიროა ასე მოვიქცეთ", - დე შილიო ნაპოლისთან მატჩამდე
22-04-2023, 21:55
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 23 აპრილს იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება. ტურინის “იუვენტუსი” შინ “ნაპოლის” მიიღებს. ალეგრის გუნდი კარგ ხასიათზეა, მათ 15 ქულა დაუბრუნეს და ამასთანავე ევროპის ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.

“ბიანკონერის” ერთ-ერთმა მოთამაშემ, მატია დე შილიომ შეხვედრის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

“ვფიქრობ, რომ კვარას გასაჩერებლად საჭიროა, რომ მას სივრცეები შევუზღუდოთ. იგი სახიფათო მაშინ ხდება, როცა დარტმისა და ცრუმოძრაობისთვის თავისუფალ სივრცეს დაუტოვებ. მჯერა, რომ მისი განეიტრალება კარგად გამოგვივა. ამისთვის ორმაგ დაცვას გამოვიყენებთ.”

“იუვესა” და “ნაპოლის” მატჩი 22:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი