“იუვეს 59 ქულა არ აქვს?” - ჟოზეს 10 დღის წინანდელი ინტერვიუ გაუხსენეს » სპორტის ხაზი

“იუვეს 59 ქულა არ აქვს?” - ჟოზეს 10 დღის წინანდელი ინტერვიუ გაუხსენეს

“იუვეს 59 ქულა არ აქვს?” - ჟოზეს 10 დღის წინანდელი ინტერვიუ გაუხსენეს
21-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ხანგრძლივი განხილვის შემდგომ ტურინის “იუვენტუსს” რამდენიმე თვის წინ დაკლებული 15 ქულა დაუბრუნეს, რის შედეგადაც ალეგრის გუნდი მესამე ადგილს 59 ქულით იკავებს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, შესაძლოა, სცენარი შეიცვალოს, თუმცა ამ დროისთვის სერია A-ში ასეთი სიტუაციაა.

აღნიშნულ ფაქტამდე დაახლოებით 10 დღით ადრე “რომას” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს DAZN-მა დედაქალაქური კლუბის სატურნირო პოზიციაზე ჰკითხა. ამაზე კი პორტუგალიელისგან შემდეგნაირი პასუხი მიიღეს: “მესამე ადგილზე ვართ? დარწმუნებული ხართ, რომ იუვეს 59 ქულა არ აქვს? ეს იტალიაა.”

გუშინდელი მოვლენების შემდგომ ჟურნალისტებმა სწორედ ეს ინტერვიუ გაიხსენეს და ჟოზეს გამორჩეულ ხასიათს ხაზი გაუსვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი