"გიორგი პაპენივით მარჯვენა ფეხიდან თოფივით ისვრის" - მიქაუტაძის ყოფილი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"გიორგი პაპენივით მარჯვენა ფეხიდან თოფივით ისვრის" - მიქაუტაძის ყოფილი მწვრთნელი

"გიორგი პაპენივით მარჯვენა ფეხიდან თოფივით ისვრის" - მიქაუტაძის ყოფილი მწვრთნელი
24-04-2023, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა მისმა ყოფილმა დამრიგებელმა, ჟან-ლუი გარსიამ, რომელიც ქართველ ფეხბურთში ბელგიაში მუშაობისას წვრთნიდა:

"თავდაპირველად ძალიან გამიკვირდა მეცის გადაწყვეტილება, რომელმაც გიორგი ჩვენთან, სერენში გაანათხოვრა. იმის გათვალისწინებით, რომ მათ შეტევაში უჭირდათ, გიორგის დროებით გაშვება უცნაური არჩევანი იყო, რადგან მას შეტევაში საოცრად თამაში შეუძლია."

"სეზონის დაწყებამდე მიქაუტაძეს სეზონში 15-20 გოლი ვუწინასწარმეტყველე და ყველაფერი ცხადად ხდება. მისი მარჯვენა ფეხი პაპენისას ჰგავს, რომელსაც დარტყმისას თოფის გასროლის შეგრძნების გამოწვევა შეეძლო."

"მიქაუტაძე საკმაოდ მრავალმხრივი მოთამაშეა და ბევრ პოზიციაზე ასპარეზობა შეუძლია, თუმცა მის საუკეთესო ვერსიას მეტოქის საჯარიმოში ნახავთ."
- ამბობს გარსია

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში 19 გოლი აქვს გატანილი და ტურნირის ერთპიროვნული ბომბარდირია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი