რა მოხდა ნაპოლის ბაზაზე გუშინ? ხვიჩამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა, რა დროსაც კაპიტანმა... » სპორტის ხაზი

რა მოხდა ნაპოლის ბაზაზე გუშინ? ხვიჩამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა, რა დროსაც კაპიტანმა...

რა მოხდა ნაპოლის ბაზაზე გუშინ? ხვიჩამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა, რა დროსაც კაპიტანმა...
20-04-2023, 14:23
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მილანმა ნაპოლი ორივე მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე ასპარეზობა დასრულებულია.

ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო - ხვიჩას სხვაობას შემცირების კარგი შანსი 82-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი (7.8) ქულა დაიმსახურა, რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, ამავე გამოცემის მიხედვით ეს ტიტული მილანელთა კარის დარაჯს, მაიკ მენიოს ერგო - 8.4 ქულა.

როგორც იტალიური გამოცემა Il Mattino წერს, კვარაცხელია გუნდური ვარჯიშის დაწყების წინ თანაგუნდელებთან მივიდა და მოუბოდიშა, რის გამოც თანაგუნდელებისგან გამამხნევებელი სიტყვები მიიღო.

გამოცემა ირწმუნება, რომ განსაკუთრებით კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო გამოირჩეოდა, რომელმაც კვარას უთხრა: "გეყოფა საკუთარი თავის დადანაშაულება! ჩვენ იმის გამო არ გავვარდნილვართ, რომ პენალტი ვერ გაიტანე..."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი