როგორც Arenanpoli იტყობინება, ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია “მილანთან” გაცუდებულ თერთმეტმეტრიანზე ძალიან წუხს. წყაროს ინფორმაციით, 77-ე ნომერმა გუშინ საწვრთნელ ბაზაზე თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.
საინტერესოა, თუ როგორ უპასუხა მას “პარტენოპეის”კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ. იტალიელმა კვარას უთხრა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგიდან იმიტომ არ გამოვარდნილან, რადგან მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ქართველის გამხნევება სცადა.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს "პარტენოპეისა” და "მილანის" მატჩი ანგარიშით 1:1 დამთავრა, ორი მატჩის ჯამში კი ნახევარფინალში პიოლის შეგირდები გავიდნენ.